ადელმა ლონდონში გრანდიოზული კონცერტი გამართა, სადაც უამრავმა ცნობილმა ადამიანმა მოიყარა თავი. არტისტი ამბობს, რომ ახლა ისეთი ბედნიერია, როგორც არასდროს. ის და რიჩ პოლი დაინიშნნენ და საცხოვრებლად უზარმაზარ სახლში გადავიდნენ. აღსანიშნავია, რომ არტისტი ახლა საოცრად გამოიყურება, მან ბოლო წლების განმავლობაში 45 კილო დაიკლო.
„როგორ შეიცვალა“ – ადელი და რიჩ პოლი გლამურულ წვეულებაზე გამოჩნდნენ
სწორედ წონის პრობლემებზე ისაუბრა ადელმა სულ ცოტა ხნის წინ და განაცხადა, რომ დამწუხრებულია ძალიან იმის გამო, რომ ზოგიერთ გულშემატკივარზე მისმა სახეცვლილებამ ნეგატიურად იმოქმედა.
„მე ეს ყველაფერი მხოლოდ საკუთარი თავისთვის გავაკეთე, ჩემთვის გაუგებარია, რატომ წერდა პრესა ჩემი წონაში კლების შესახებ ამდენს. ძალიან დამწყდა გული, როდესაც გავიგე, რომ ზოგიერთ გულშემატკივარზე ჩემმა წონაში კლებამ და შეცვლად ნეგატიურად იმოქმედა“, – აცხადებს ადელი.