LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მე ბიჭი არ ვარ, მე გოგო ვარ!“ – შარლიზ ტერონმა წითელ ხალიჩაზე 14 წლის შვილი გამოაჩინა, რომელიც საკუთარ თავს გოგოდ მიიჩნევს

1798
page

ჰოლივუდის ვარსკვლავი, შარლიზ ტერონი, შვილთან, ჯექსონ ტერონთან ერთად გამოჩნდა. დედა-შვილმა წითელ ხალიჩაზე ერთად გაიარეს ფილმის, „ოდისეა“ ნიუ-იორკის პრემიერის ფარგლებში, რამაც საზოგადოების და მედიის განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო.

ვიდეო: „პიჟამას გამოცვლა დაავიწყდა… სრულყოფილი ქალია და მისთვის ყველაფერი შეიძლება“ – 50 წლის შარლიზ ტერონი მსოფლიო მედიის ყურადღების ეპიცენტრში

14 წლის ჯექსონი შარლიზის უფროსი, ნაშვილები შვილია. 2019 წელს ტერონმა საჯაროდ განაცხადა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ჯექსონი ბიჭად დაიბადა, ის თავს გოგოდ მიიჩნევს.

როდესაც ჯექსონი დაახლოებით 3 წლის იყო, მან დედას უთხრა, „მე ბიჭი არ ვარ, მე გოგო ვარ.“ მას შემდეგ შარლიზი ჯექსონს გოგოდ მოიხსენიებს. მსახიობმა აღნიშნა, რომ მისი, როგორც მშობლის, პასუხისმგებლობაა პატივი სცეს შვილის იდენტობას და მხარი დაუჭიროს მას.

შარლიზ ტერონის თამამი „ლუქი“ „დიორის“ ჩვენებაზე და 11 წლის ვაჟი, რომელიც საკუთარ თავს გოგოდ აღიქვამს

ფოტო: როგორ გამოიყურება შარლიზ ტერონის ვაჟი, რომელიც საკუთარ თავს გოგოდ აღიქვამს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები