შარლიზ ტერონმა გაამხილა, რომ მან შეწყვიტა ყველა სახის ურთიერთობები მამაკაცებთან და უახლოეს მომავალში ურთიერთობის დაწყებას არ გეგმავს.
„არა მგონია, რომ ოდესმე ვინმესთან ერთად ვიცხოვრო. ვფიქრობ, ეს იმიტომ ხდება, რომ ჩემი ქალიშვილები ისევ ჩემთან ცხოვრობენ და შესაძლოა, ეს შეიცვალოს, როდესაც ბავშვები გაიზრდებიან და ცალკე საცხოვრებლად გადავლენ“, – აღიარა 50 წლის მსახიობმა გადაცემა „დრიუ ბერიმორის შოუში“.

ტერონი ამბობს, რომ ამჟამად მისი შვილები მისი მთავარი პრიორიტეტია, ამიტომ არ სურს დროის დაკარგვა რომანტიკულ ურთიერთობებზე. მეორეს მხრივ, მისი ქალიშვილები შარლიზს ახალი ურთიერთობებისკენ უბიძგებენ: „ჩემი შვილები ისეთ ასაკში არიან, როცა სინამდვილეში მოსწონთ ჩემი პაემნები, რადგან სურთ, რომ ამ ყველაფრის ნაწილი იყვნენ. სასაცილოა, როგორ მეშინოდა, რომ შეეშინდებოდათ და ახლა ისინი მეკითხებიან: „დედა, ვინმე ხომ არ გწერს? მოდი, დედა, პაემანზე წადი.“
შეგახსენებთ, რომ ტერონი ორ ნაშვილებად შვილს ზრდის, 13 წლის ჯექსონსა და 11 წლის ავგუსტს. შარლიზმა ქალიშვილები მსახიობ შონ პენთან ურთიერთობის დროს იშვილა.
შარლიზ ტერონის შთამბეჭდავი ლუქი – 50 წლის მსახიობის დიდებული გამოჩენა წითელ ხალიჩაზე