LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„დედამ სეიფიდან იარაღი ამოიღო, მამას ესროლა და მოკლა“ – შარლიზ ტერონი შოკისმომგვრელ ტრაგედიას იხსენებს

258
page

შარ­ლიზ ტე­რონ­მა ახალ ინ­ტერ­ვი­უ­ში გა­იხ­სე­ნა ის დღე, როცა დე­და­მის­მა მა­მას თავ­დაც­ვის მიზ­ნით იარაღი ეს­რო­ლა და მოკ­ლა.

50 წლის მსა­ხი­ობ­მა New York Times-თან ინ­ტერ­ვი­უ­ში დე­ტა­ლუ­რად გაიხსენა 1991 წელს მომ­ხდა­რი ტრა­გე­დი­ა.

ის ყვე­ბა, რომ ის და დე­და­მი­სი, გერ­და ჯე­კო­ბა ალე­ტა მარ­ტი­ზი კი­ნო­ში წას­ვლის შემ­დეგ, ბი­ძის სახ­ლში დაბ­რუნ­დნენ. სწორედ ამ დღეს მოხდა ტრაგედია.

„ძა­ლი­ან მინ­დო­და სა­პირ­ფა­რე­შო­ში, ამი­ტომ სახ­ლში შე­ვე­დი თუ­ ა­რა, მი­უ­სალ­მებ­ლად შევ­ვარ­დი სა­პირ­ფა­რე­შო­ში, სწო­რედ ამან გა­აბ­რა­ზა მამა, იფიქ­რა, რომ ჩემი მხრი­დან ეს უპატივცემულობა იყო”.

მსა­ხი­ო­ბის თქმით, იმ ღა­მეს გრძნობ­და, რომ რა­ღაც უბე­დუ­რე­ბა უნდა მომ­ხდა­რი­ყო. ის იხ­სე­ნებს, რომ მა­მა­მის­მა სახ­ლის ზღურ­ბლთან მის­ვლის­თა­ნა­ვე ცე­ცხლი გახ­სნა, რა დრო­საც მისთვის ნა­თე­ლი გა­ხა­და, რომ ის მათ მოკვლას აპირებდა.

„ის ჩვენ გვესროდა, სა­ო­ცა­რია, რომ ერთი ტყვი­აც არ მოგ­ვხვედ­რია. შემდეგ დედამ სეიფიდან იარაღი ამოიღო, მამას ესროლა და მოკლა. მე­ო­რე დი­ლით სკო­ლა­ში გა­მიშ­ვა და მი­თხრა, რომ ამ ამ­ბავს რო­გორ­მე გა­და­ვიტანდით.

არ მრცხვე­ნია ამ თე­მა­ზე სა­უბ­რის, რად­გან ვფიქ­რობ, რომ რაც უფრო მეტს ვი­ლა­პა­რა­კებთ ასეთ სა­კი­თხებზე, მით ნაკ­ლე­ბად შეგ­ვა­წუ­ხებს მარ­ტო­ო­ბა“, – აცხადებს მსახიობი.

შარლიზ ტერონი ძვირფასი ქვებით მორთული ზედით გამოჩნდა – 50 წლის ვარსკვლავი „ჟივენშის” ჩვენებას დაესწრო

„ახლა ისეთი სექსი მაქვს, როგორიც არც 20 და არც 30 წლის ასაკში არ მქონია“ – 49 წლის შარლიზ ტერონის გულახდილი ინტერვიუ

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები