კრისტოფერ ნოლანის ახალი ფილმის, „ოდისეის“ პრომოუშენი გრძელდება. ამჯერად ფილმის ვარსკვლავებმა პარიზში გამართულ პრემიერაზე მოიყარეს თავი, სადაც წითელ ხალიჩაზე შარლიზ ტერონი, ზენდაია, ტომ ჰოლანდი, ენ ჰეთეუეი, მეტ დეიმონი და ლუპიტა ნიონგო გამოჩნდნენ.
მსოფლიო მედიის განსაკუთრებული ყურადღება კვლავ 50 წლის შარლიზ ტერონმა მიიპყრო. მან პრემიერისთვის „დიორის“ ნახევრად გამჭვირვალე, ღრმა დეკოლტიანი კაბა მოირგო რომელიც შავ და თეთრ ფერებში იყო გადაწყვეტილი.
მედიაში შარლიზის უამრავი ვიდეო და ფოტო ვრცელდება. შთამბეჭდავი კადრები თავად მსახიობმაც გაავრცელა „ინსტაგრამზე“ და უამრავი დადებითი კომენტარიც დაიმსახურა.
„თვით სრულყოფილება“, „ეს ქალი არის თავიდან ფეხებამდე იდეალური“, „რა საოცარი ქალია და საოცარი კაბაც აცვია“.
ცნობისთვის, შარლიზ ტერონი ფილმში კირკეს როლს ასრულებს. კირკე ბერძნულ მითოლოგიაში ძლიერი ჯადოქარია, რომელიც კუნძულ აიაიაზე ცხოვრობს. ჰომეროსის „ოდისეაში“ სწორედ ის გადააქცევს ოდისევსის თანამგზავრებს ღორებად, თუმცა მოგვიანებით ოდისევსს ეხმარება და მნიშვნელოვან რჩევებს აძლევს მისი მოგზაურობის გასაგრძელებლად.
შარლიზ ტერონმა განაცხადა, რომ მამაკაცებთან ურთიერთობას აღარ აპირებს