შარლიზ ტერონი კრისტოფერ ნოლანის ფილმის, „ოდისეას“ პრემიერაზე ერთ-ერთი ყველაზე განხილვადი სტუმარი გახდა. მსახიობმა წითელ ხალიჩაზე ტომ ფორდის ეფექტური „ლუქი“ მოირგო, რომელმაც საზოგადოების განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო.
ტერონის ანსამბლი ერთი შეხედვით კლასიკურ პიჟამას მოგაგონებდათ, თავისუფალი სილუეტი, ატლასის ტექსტურა და კონტრასტული დეტალები სწორედ ამ ასოციაციას ქმნიდა.
მიუხედავად ამისა, „ლუქი“ მაღალი მოდის ელეგანტურ ინტერპრეტაციას წარმოადგენდა და მსახიობმა ის მინიმალისტურ აქსესუარებსა და დახვეწილ მაკიაჟს შეუხამა.
„პიჟამას გამოცვლა დაავიწყდა“, „ახლა ასე სიარული ყველას შეგვიძლია?“, „ტომ ფორდის პიჟამა?“, „სრულყოფილი ქალია და მისთვის ყველაფერი შეიძლება“, – არ წყდება კომენტარები.
მოდის კრიტიკოსებმა აღნიშნეს, რომ პიჟამის სტილი ბოლო სეზონების ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური ტენდენციაა, რომელიც კომფორტსა და ფუფუნებას ერთმანეთთან აერთიანებს.
შარლიზ ტერონმა განაცხადა, რომ მამაკაცებთან ურთიერთობას აღარ აპირებს