LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შარლიზ ტერონის შთამბეჭდავი ლუქი – 50 წლის მსახიობის დიდებული გამოჩენა წითელ ხალიჩაზე

200
page

ნიუ-იორკში ფილმის, Apex-ის პრემიერა გაიმართა, სადაც მთავარი როლის შარლიზ ტერონი ასრულებს. 50 წლის მსახიობი წითელ ხალიჩაზე გამორჩეული იმიჯით გამოჩნდა.

ვარსკვლავს ღონისძიებაზე შავი ფერის ორეული, შარვალი და პიჯაკი ამშვენებდა, რომელიც მას შიშველ სხეულზე ეცვა. აღსანიშნავია, რომ ეს „ლუქი“ „დიორის“ მამაკაცის კოლექციიდან იყო შერჩეული.

ცნობისთვის, შარლიზი უკვე მრავალი წელია თანამშრომლობს აღნიშნულ მოდის სახლთან. იგი წლების განმავლობაში იყო ცნობილი სურნელის J’Adore-ის სახე, თუმცა მოგვიანებით იგი რიანამ შეცვალა.

ბოლო პერიოდში მსახიობი ხშირად ჩნდება „დიორის“ ღონისძიებებზე. ცოტა ხნის წინ ის ემა უოთსონთან, კენდალ ჯენერთან, ჰეილი ბიბერთან და რობერტ პატინსონთან ერთად დაესწრო ბრენდის ვახშამს, რომელიც ბევერლი-ჰილზში გაიმართა.

„დედამ სეიფიდან იარაღი ამოიღო, მამას ესროლა და მოკლა“ – შარლიზ ტერონი შოკისმომგვრელ ტრაგედიას იხსენებს

შარლიზ ტერონი ძვირფასი ქვებით მორთული ზედით გამოჩნდა – 50 წლის ვარსკვლავი „ჟივენშის” ჩვენებას დაესწრო

„ახლა ისეთი სექსი მაქვს, როგორიც არც 20 და არც 30 წლის ასაკში არ მქონია“ – 49 წლის შარლიზ ტერონის გულახდილი ინტერვიუ

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები