ჯგუფ The Killers-ის წევრებმა ახალ ალბომზე ისაუბრეს. მათი თქმით, ახალ მასალაზე მუშაობა 2016 წლის სექტემბერში დაიწყეს და ის იმაზე სერიოზული მუსიკისგან შედგება, რაც აქამდე შეუქმნიათ.
ახალი დისკის პროდიუსერი ჯეკნიფ ლია, რომელსაც თავის დროზე ჯგუფებთან U2 და R.E.M. აქვს ნამუშევარი. ბრენდონ ფლაუერსის თქმით, მასში შემავალი რამდენიმე სიმღერა წლების წინ არის შექმნილი. ხოლო ერთი თრექი „Tyson vs Douglas“ 1990 წელს, მაიკ ტაისონისა და ჯეიმსონ დუგლასის დაპირისპირებას ეძღვნება.
The Killers-ის ახალი ალბომი 2017 წელს გამოვა, თუმცა სიახლის რელიზის ზუსტი თარიღი ამ დროისთვის უცნობია.