„ტურისტების ნაწილი ჩვენთან საუბარში ამბობს, რომ აქ რომ გზა გაკეთდეს მხარე მიმზიდველობას დაკარგავს, თუმცა, ჩვენ ასე არ ვფიქრობთ”, – ამის შესახებ თუშეთში, სოფელ კვავლოში მდებარე საოჯახო სასტუმრო „კვავლოს“ მფლობელი აცხადებს. მარინე რაინაული „ბიზნესპარტნიორთან“ ვრცლად საუბრობს იმაზე, თუ რა ხვდებათ ადგილზე თუშეთში ჩასულ დამსვენებლებს.
როგორც „კვავლოს“ მეპატრონე ამბობს, თუშეთში არც სამანქანე გზაა და არც გასართობი ობიექტები. მიუხედავად იმისა, რომ ტურისტს მხოლოდ საცალფეხო გზით შეუძლია სარგებლობა, მხარე მიმზიდველობას მაინც არ კარგავს. „მგონია, რომ მისასვლელი გზის რეაბილიტაცია ჩვენს მხარეს კიდევ უფრო გააცოცხლებს და მიმზიდველს გახდის როგორც ტურისტულად, ისე საინვესტიციოდ,“ – აცხადებს რაინაული “ბიზნესპარტნიორთან”.
ცნობისთვის, თუშეთში, სოფელ კვავლოში მდებარე საოჯახო სასტუმრო „კვავლო“ წელს აქტიური ტურისტული სეზონის მოლოდინშია. 6 ნომრიანი სასტუმრო გაფართოვდა და სტუმრებს უკვე 18 ნომრით ემსახურება.