LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სექსუალური ძალადობა პარტნიორის არასრულწლოვან შვილზე – მედია საბერძნეთში დაკავებულ 35 წლის ქართველ კაცზე წერს

108
საბერძნეთიდაკავება

საბერძნეთში 35 წლის ქართველი პარტნიორის არასრულწლოვან ქალიშვილზე სექსუალურ ძალადობის ბრალდებით დააკავეს, – ინფორმაციას ბერძნული მედია ავრცელებს.

მედიის ცნობით, თესალონიკში სასამართლომ 35 წლის ქართველს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ძალადობა ხდებოდა, სავარაუდოდ, 2016 წლიდან 2022 წლის მარტამდე.

პოლიციამ გაავრცელა დეტალები კაცის შესახებ, რომელსაც პარტნიორის არასრულწლოვან შვილზე ექვსი წლის განმავლობაში ძალადობა ედება ბრალად.

“ეს არის 35 წლის ბერიძე მამია, დაბადებული 1987 წელს საქართველოში, რომლის მიმართაც დაწყებულია სისხლისსამართლებრივი დევნა 15 წელს მიუღწეველ პირთან სექსუალური აქტის გამო. კერძოდ, არასრულწლოვნის შეურაცხყოფის ფაქტზე სრულწლოვანის მიერ, ვისზეც მას ევალებოდა მეთვალყურეობა და დაცვა, თუნდაც დროებით და მუდამ ახლოს იყო არასრულწლოვანთან”,- წერს ბერძნული მედია.

ბერძნული მედიის ცნობით, ბრალდებულმა უარყო ბრალდებები და განაცხადა, რომ 14 წლის მოზარდმა საჩივარი შურისძიების მიზნით შეიტანა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g