სოჭში მასშტაბურ წყალდიდობას მსხვერპლი მოჰყვა. გავრცელებული ცნობით, წყლის ნაკადმა ავტომობილი წაიღო და ქალაქის ერთ-ერთი მცხოვრები ავტომობილსა და გზის ბარიერს შორის ჩაიკეტა. ინფორმაციას „დოიჩე ველეს“ რუსულენოვანი რედაქცია ავრცელებს.
უპრეცედენტო წყალდიდობის გამო, სოჭში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი გამოცხადდა.
ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, ქალაქის ცენტრალურ ნაწილში მსგავსი სტიქია არ მომხდარა. სტიქიის დროს მაშველებმა რამდენიმე ათეული ადამიანის, მათ შორის ათი ბავშვის გადარჩენა შეძლეს.
სტიქიის შედეგად, ძლიერ დაზიანდა გზები. ამ დროისთვის ექსპერტები სწავლობენ ძველი და ახალი მეწყრული პროცესების გააქტიურების ადგილებს, ასევე დაზიანების ადგილებს. სოჭში ასევე მიმდინარეობს ნაგვით სავსე პლაჟების აღდგენა.