LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლარის კურსი ძალიან მოქმედებს ადამიანის ფსიქიკაზე, იმიტომ, რომ როდესაც ჩვენ ლარში ვუნაზღაურებთ, ბუნებრივად ეს გადაჰყავს დოლარში ან ევროში – თემურ ჭყონია

334
maxresdefault

„ქვეყნებიდან სპეციალისტების გადინება არ არის ახალი, მარტო საქართველოში არ ხდება. მაგრამ ერთ-ერთი სერიოზული ფაქტორი ქვეყნიდან წასვლის არის, რომ ერთი და იგივე დროში, შრომაში, ადამიანი იღებდა 3,5 ლარს, რომელიც შეეფარდებოდა 1 დოლარს, მას შეუძლია იგივე დროში 3 დოლარი გამოიმუშაოს სხვაგან, ვიდრე აქ. ანუ 3-ჯერ ნაკლებს გამოიმუშავებს აქ, ვიდრე სხვაგან“, – ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ ეთერში ცნობილმა ქართველმა ბიზნესმენმა, თემურ ჭყონიამ განაცხადა.

მისი თქმით, ლარის კურსი ძალიან მოქმედებს ადამიანის ფსიქიკაზე. „იმიტომ, რომ როდესაც ჩვენ ლარში ვუნაზღაურებთ, ბუნებრივად ეს გადაჰყავს დოლარში ან ევროში და იღებს მცირე თანხას. ამიტომ, ლარის კურსის სტაბილურობა არ არის მხოლოდ ეკონომიკური სტაბილურობა, ეს ფსიქოლოგიური სტაბილურობაც არის ადამიანებში“, – დასძინა ჭყონიამ და იქვე თქვა, რომ ქვეყნიდან გადინება დამოკიდებულია ლარის კურსზე.

არიან ბიზნესმენები, რომლებიც განსაკუთრებულ პატივისცემაში არიან იმის გამო, რომ სახელმწიფოსთან ურთიერთობაში არიან, მე საერთოდ არ მაქვს დისკომფორტი ამის გამო - ჭყონია

როგორც ცნობილი ბიზსნესმენი ამბობს, დღეს ხელისუფლებასა და ბიზნესს შორის პოლარიზაცია არსებობს, თუმცა არიან ადამიანები, ვინც ბიზნესის განვითარებას უწყობენ ხელს

„მერე, მეორე მომენტია, ადამიანი ფულს რომ შოულობს და დაკმაყოფილებულია, გართობა სჭირდება, ამ დროს საქართველოში ძირითადად პოლარიზაციაზე ვსაუბრობთ და ჩხუბს ვუყურებთ ტელევიზიაში, პოლიტიკოსებს შორის, უაზრო ჩხუბს, უკულტუროს. არა პოზიტიურს. ამის მოსმენა ახალგაზრდებს არ უნდათ და უნდათ გართობა, რაც ნაკლებად არის და ეპიზოდურია საქართველოში, მერე არის სასამართლო სისტემა, რომელიც ასევე მოქმედებს მიგრაციაზე, და ადამიანის ფსიქიკაზე; ასევე ჯანმრთელი პროდუქციის გამოშვების ხარისხზე. აი ეს ყველაფერი კომპლექსში: ლარის კურსი, სამართლიანობა, გართობა, სერვისი, სისუფთავე ქუჩებში, კომფორტული გადაადგილება, მოქმედებს იმ თაობაზე, რომელიც ნახულობს ევროპაში როგორ ცხოვრობენ. ამიტომ, ბუნებრივია, მეგობრებო, ჩვენ თუ გვინდა, რომ ახალი თაობა, გინდაც მოხუცებული, ნებისმიერი ადამიანი საქართველოში ცხოვრობდეს, ბედნიერების ინდექსია მთავარი“, – აღნიშნა თემურ ჭყონიამ „პალიტრანიუსის“ ეთერში.

მისივე განმარტებით, ბედნიერება შედგება შემოსვლებისგან, კომფორტული ცხოვრებისგან, გართობისგან, სიყვარულისგან, სისუფთავისგან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g