56 წლის აქტივისტმა, საბასტანცია ჯონსმა 2017 წლის უჩვეულო კალენდარი შექმნა, რომელზეც სხვადასხვა ზომის ადამიანები არიან გამოსახულები. ფოტოებზე ისინი ტანგოს ცეკვავენ, იოგას ვარჯიშობენ და უბრალოდ პოზიორობენ.
პროექტის ავტორის თქმით, ამ საკითხზე ის დაახლოებით ათი წლის წინაც ჩაფიქრდა. მისი მიზანი სილამაზის სტანდარტებისადმი აღქმის შეცვლა გახდა.
ფოტოპროექტს Adipositivity ჰქვია და მასში სხვადასხვა რასისა და ზომის ადამიანები არიან თავმოყრილები.
„მინდა, რომ ხალხი მოდუნდეს და მათ საკუთარი სხეული ისეთად მიიღონ, როგორებიც არიან. ეს ადამიანები სხვებს სიძლიერის მაგალითს აძლევენ“, – განაცხადა იდეის ავტორმა.



