LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დავით მაღრაძე: დღეს მოქალაქეს შეუძლია, თქვას, რომ საქართველოს ბედი საქართველოში წყდება

886
befunky-collage-2022-03-28_09-16-15_973189

დღეს საქართველოს მოქალაქეს შეუძლია, თქვას, რომ საქართველოს ბედი საქართველოში წყდება, ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია და ვფიქრობ, არამარტო ჩემთვის, – ამის შესახებ პოეტმა დავით მაღრაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.

„ყველაზე მნიშვნელოვანი ის ამბავია, რომ საქართველოს ხელისუფლებამ, საქართველოს მოსახლეობამ, ქართულმა სახელმწიფომ 30 წლის თავზე მოახდინა სუვერენიტეტის დემონსტრირება. ამაში ვგულისხმობ იმას, რომ ლელთ ღუნიას ნათქვამი: „ჩვენი ბედი ჩვენადვე გვეყუდნეს“ აი, გამოიკვეთა.

დღეს საქართველოს მოქალაქეს შეუძლია, თქვას, რომ საქართველოს ბედი საქართველოში წყდება. ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია და მე ვფიქრობ, არამარტო ჩემთვის, რადგან ომში უნდა ჩაებას საქართველო თუ მშვიდობა შეინარჩუნოს, აწონ-დაწონოს, სასწორის ერთ პინაზე რა დევს, მეორეზე – რა, რას უქადის ერთი და რას – მეორე და ამ არჩევანში რაც არ უნდა რთული იყოს, თავისი პრინციპი დაიცვას. ეს იყო ქართული სახელმწიფოს სუვერენიტეტის დემონსტრირება. მინდა, მივულოცო ხელისუფლებას, თითოეულ მოქალაქეს, რომ ჩვენ ვცხოვრობთ სუვერენულ სახელმწიფოში“, – განაცხადა დავით მაღრაძემ.

სააკაშვილი ქართული პოლიტიკიდან უკვე წასულია და მგონი უმალავენ – დავით მაღრაძე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g