LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მაღრაძე: „ივანიშვილის ფენომენი ბევრს არ სჯერა ხოლმე.. მან გააკეთა ის, რომ სისხლიანი ხელისუფლება უსისხლოდ, არჩევნების გზით გავუშვით

269
დავით მაღრაძე ბიძინა

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემაში „თავისუფალი სივრცე“ პოეტმა დავით მაღრაძემ საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები შეაფასა.

მაღრაძის თქმით, ევროპარლამენტის რეზოლუციაზე გავლენა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ იქონია და გულისტკივილს გამოთქვამს, რომ ჩვენი დეპუტაციის გავლენა მასზე არ იყო.

ჟურნალისტის შეკითხვაზე, თეორიულად დაუშვათ, რომ ბიძინა ივანიშვილს დაუწესდა სანქციები, ეს რას გამოიწვევს ქვეყანაში? მაღრაძემ ასე უპასუხა – “ბიძინა ივანიშვილის მიმართ გაათმაგებულ მხარდაჭერას”.

„ივანიშვილის ფენომენი ბევრს არ სჯერა ხოლმე. ჯერ არ ეჯერათ, რომ მოვიდოდა ხელისუფლებაში, მერე ვერ დაიჯერეს, რომ წავიდოდა. ივანიშვილმა გააკეთა ის, რომ სისხლიანი ხელისუფლება უსისხლოდ, არჩევნების გზით გავუშვით

ეს კაცი ახორციელებს ამ ნაბიჯებს მიუხედავად იმისა, სჯერა ვინმეს თუ არა. ამიტომ, არანაირად არ მგონია, რომ ივანიშვილი რაიმენაირად დაპირისპირებულია დასავლეთთან. პირიქით, მან ყველაფერი გააკეთა, რომ ხელისუფლებას გაეგრძელებინა გზა ევროპისკენ და ამიტომ, თუ სანქცირება – ასეთი თეორიაში არსებობს, ამაში მე კატასტროფას არ ვხედავ და ვხედავ იმას, რომ გაათკეცებული ვნებით გაიზრდება ივანიშვილის მხარდამჭერთა რიცხვის რაოდენობაც და მხარდამჭერის სიმძაფრეც.

რაც შეეხება იმას, რამდენად იყო რეზოლუციაზე ოპოზიციის გავლენა, დავით მაღრაძე პასუხობს, რომ ოპოზიციის ნაწილი დიდი ხანია ცდილობს ქვეყანა დააზიანოს არა მარტო ფარგლებს გარეთ, არამედ საზღვრებს შიგნითაც.

ოპოზიცია დიდი ხანია ცდილობს დააზიანოს ჩვენი სახელმწიფოს ევროპისკენ წინსვლა, ხელისუფლებაში იყვნენ ცდილობდნენ, ოპოზიციაში არიან ცდილობენ.

რა თქმა უნდა, იყო „ნაციონალური მოძრაობის“ გავლენა ამ რეზოლუციაზე. მე გული მწყდება, ჩვენი დეპუტაციის გავლენა რატომ არ იყო ამ რეზოლუციაზე. არ ჰქონდათ საკმარისი დრო, რომ უფრო ეფექტურად ემუშავათ ევროპარლამენტთანაც, ევროკავშირის სტრუქტურებთანაც, ნებისმიერ ევროსტრუქტურებთან?

არ იყო ამის საკმარისი დრო? მე ამაზე მწყდება გული, თორემ ის არ მიკვირს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ იმუშავებდა, რა თქმა უნდა, როგორმე შეაფერხონ ქართული სახელმწიფოს სვლა ევროპისკენ“ – განაცხადა დავით მაღრაძემ.

მაღრაძე იმედს გამოთქვამს, ბევრად უფრო დიდი პასუხისმგებლობით მოეკიდებიან საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს აი ის ადამიანები, ვინც საქმიანობენ ევროკავშირში.

კობახიძე ევროპარლამენტის რეზოლუციაზე: შემაშფოთებელია, როცა ევროკავშირის მაღალი რანგის ინსტიტუტი „ფეიკის“ მსხვერპლი ხდება

კობახიძე: პარადოქსია, ევროპარლამენტი ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას მოითხოვს

კობახიძე: რეზოლუცია შეიძლება აღქმული იყოს მინიშნებად, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი არ მიენიჭოს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები