LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კობახიძე ევროპარლამენტის რეზოლუციაზე: შემაშფოთებელია, როცა ევროკავშირის მაღალი რანგის ინსტიტუტი „ფეიკის“ მსხვერპლი ხდება

151
ირაკლი კობახიძე

„შემაშფოთებელია, როცა ევროკავშირის მაღალი რანგის ინსტიტუტი „ფეიკის“ მსხვერპლი ხდება“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ყოფილი პრემიერის, ბიძინა ივანიშვილის შესაძლო სანქცირების საკითხზე საუბრისას განაცხადა.

ირაკლი კობახიძემ პარტიის ცენტრალურ ოფისში ბრიფინგი გამართა და ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციაზე ისაუბრა.

კობახიძე: პარადოქსია, ევროპარლამენტი ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას მოითხოვს

„დღეს ევროპარლამენტმა საქართველოს საკითხზე რეზოლუცია მიიღო. კამპანიამ, რომელიც კრიმინალების დასაცავად და ამ კრიმინალების ხელისუფლებაში დასაბრუნებლად 2012 წლიდან წარმოებს, ევროკავშირის ერთ-ერთ უმაღლეს ინსტიტუტამდე, ევროპარლამენტამდე მიაღწია. ეს ძალიან სამწუხარო და შემაშფოთებელია. უაღრესად შემაშფოთებელია, როდესაც თანამედროვე სამყაროს ერთ-ერთი უმთავრესი სენის – ე.წ. „ფეიკის“ მსხვერპლი ევროკავშირის ასეთი მაღალი რანგის ინსტიტუტიც კი ხდება.

პირველ რიგში, შევეხებით, არაერთ, შედარებით, მეორეხარისხოვან ფაქტობრივ უზუსტობასა და ტყუილს, რომელიც კამპანიის მონაწილეებმა ევროპარლამენტის რეზოლუციაში შეაპარეს. მაგალითისთვის, რეზოლუციაში ვკითხულობთ, რომ ხელისუფლება დღემდე უარს ამბობს მიხეილ სააკაშვილის კერძო კლინიკაში გადაყვანაზე, როდესაც სააკაშვილი დღესაც, სწორედ კერძო კლინიკაშია. ასევე, რეზოლუციაში ვკითხულობთ, რომ ლექსო ლაშქარავა 5 ივლისს მიყენებული დაზიანებების შედეგად გარდაიცვალა, როდესაც გარდაცვალების რეალური მიზეზი საზოგადოებისთვის კარგად არის ცნობილი.

რეზოლუციას, რომელიც ქართული დემოკრატიისა და მედიის თავისუფლების მტრების – სააკაშვილისა და გვარამიას გათავისუფლებისკენ მოგვიწოდებს და ბიძინა ივანიშვილს, რომელიც დღეს პოლიტიკიდან სრულად არის დისტანცირებული და რომელმაც ქართველ ხალხს 2012 წელს დემოკრატია, მედიის თავისუფლება და მედიაპლურალიზმი დაუბრუნა, ქართული დემოკრატიის ლამის მთავარ პრობლემად აცხადებს და მის სანქცირებას ითხოვს, არაფერი აქვს საერთო ევროპულ ღირებულებებთან და ასეთ რეზოლუციას, პირდაპირ ვიტყვით, ჩალის ფასი აქვს.“– განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

სამადაშვილი: ივანიშვილისთვის სანქციების დაწესების მოთხოვნა რეზოლუციაში ჩაიწერა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები