სიონის საკათედრო ტაძარში მომღერალ მამუკა ონაშვილის სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს. მომღერალს პატივი მიაგეს მეგობრებმა, ახლობლებმა, კოლეგებმა.
„ძალიან ძნელია ჩემთვის მამუკა ონაშვილზე წარსულში ლაპარაკი. საოცარი ადამიანი იყო. იშვიათი მეგობარი და მოქალაქე. დღეს ამ ტკივილით მან შეძლო საზოგადოების გაერთიანება. წარმოუდგენელია მამუკას წასვლა ასეთ ახალგაზრდა ასაკში . ღმერთმა დაუმკვიდროს ცათა სასუფეველი“, – განუცხადა ჟურნალისტებს მუსიკოსმა გია ბაღაშვილმა, რომელიც სიონის საკათედრო ტაძარში, პანაშვიდზე მივიდა.
სიონის საკათედრო ტაძარში, ონაშვილის სამოქალაქო პანაშვიდი 2 დღეა მიმდინარეობს.
მომღერალს დღეს, მახათაზე მდებარე პანთეონში დაკრძალავენ.
მამუკა ონაშვილი ავარიას ემსხვერპლა, მომღერალი მძიმე დაზიანებებით კლინიკაში გარდაიცვალა.
ნუგზარ ერგემლიძე: „მამუკა ღირსი იყო, რომ უფრო მშვიდად და გააზრებულად წასულიყო ამქვეყნიდან“