მსახიობ თაკო ტაბატაძეს შეყვარებულმა ნუგზარ სპანდერაშვილმა დაბადების დღეზე სიურპრიზი გაუკეთა. ფეხბურთელმა რჩეულს ბუშტებით სავსე ოთახში ტორტი დაახვედრა. თაკოსთვის საჩუქარი მოულოდნელი აღმოჩნდა და ძალიან გაუხარდა. სანთლები ჩააქრო და სურვილიც ჩაიფიქრა.
ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ თაკო ტაბატაძე და გორის “დილას” თავდამსხმელი ნუგზარ სპანდერაშვილი (სპანდერა) ერთმანეთს ხვდებიან.
თაკო ტაბატაძე გია ბაღაშვილის ყოფილი მეუღლეა, წყვილი ერთმანეთს სამი წლის წინ დაშორდა და 4 გოგონა ჰყავთ.