სოციალურ ქსელში აქტუალურია „ტიკ-ტოკის“ ვიდეო, სადაც აშშ-ში მცხოვრები ქეთა ჩანქსელიანი ჰყვება, როგორ მოეპყრა მანჰეტენზე მდებარე ქართული რესტორნის მეპატრონე ქალბატონი მას. ვიდეო მის ავტორს ასე აქვს დასათაურებული: „ვითომ ქართველი „ელიტა“ ამერიკაში. იმედია, ნახავ ამ ვიდეოს და შეგრცხვება შენი საქციელის“.
ვიდეოში ქეთა ამბობს:
„ზოგადად, ქართველების დამოკიდებულება ქართველების მიმართ ამერიკაში არის შემარცხვენელი… არ მინდა, შემზიზღდეს ჩემი ერი და ქვეყანა, ისეთი ხალხია აქ…
მოხდა რაღაც შეცდომა რესტორანში, სადაც ვმუშაობდი. რეალურად ჩემი ბრალი არ იყო. რეალურად სხვისი ბრალი იყო, მაგრამ ჩემი ბრალი იყო ის, რომ მე არ გადავამოწმე. ქალბატონი, რომელსაც თავი მოაქვს და ნიუ იორკში ბევრი იცნობს, უცბად მეუბნება, რომ ამ ყუთს თავში გირტყამო… ჯერ ეს რა მიმართვაა, სად გაიზარდე, საიდან გამოიქეცი? ამხელა ქალი შენიშვნის მიცემის ამ სტილს რომ ირჩევ… რომც ყოფილიყო ჩემი ბრალი, ეს რას ნიშნავს? თან, ახალი ვიყავი და მნიშვნელოვანიც არაფერი ყოფილა…“
@ketachankselianiვითომ ქართველი “ელიტა” ამერიკაში ) იმედია ამ ვიდეოს ნახავ და შეგრცხვება შენი საქციელის ?