LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დავით გადელია ამირან გამყრელიძეზე: “რამდენ მძიმე სიტუაციაში მინახავს მშვიდი, რაჭულად აუღელვებელი…მინისტრის პირველ მოადგილედ ყოფნისას, სამსახურის გარეთ “ზაპოროჟეცით” მოძრაობდა და სულაც არ მიაჩნდა ეს “ღირსების შელახვად”

3893
BeFunky-collage (2)

აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკის დირექტორი დავით გადელია სოციალურ ქსელში ამირან გამყრელიძის შესახებ წერს.

როგორც გადელია აღნიშნავს, ვინც იცნობს ამირან გამყრელიძეს იცის, რომ თანამდებობა არ წარმოადგენს მისთვის მთავარ ფასეულობას.

თენგიზ ცერცვაძე: “ამირანი არის საქართველოს თანამედროვე ჯანდაცვის სისტემის ერთ-ერთი მთავარი არქიტექტორი, ბედნიერი ვარ, რომ მასთან მაკავშირებს ახალგაზრდობის დროინდელი დიდი მეგობრობა”

ამირან გამყრელიძე თანამდებობას ტოვებს

“არ ვიცი… ალბათ ადამიანებს არ სჯერათ, რომ შეიძლება ვინმე თავისი სურვილით წავიდეს თანამდებობიდან და ამიტომ გახდა საჭირო ეს უხერხული და ცოტა არ იყოს, ზედმეტი განმარტება- “…გადადგომა არაა დაკავშირებული პანდემიის მართვასთან..” რატომ უნდა იყოს დაკავშირებული? პირიქით, ასეთი ფორმულირება ეჭვს აჩენს ისედაც ათასი ეჭვით დაყურსულ რიგით მოქალაქეში. ვინც იცნობს ბატონ ამირანს, კარგად იცის, რომ ეს მისთვის სრულიად ჩვეულებრივი ნაბიჯია. რატომ არ შეიძლება კაცმა, რომლისთვისაც თანამდებობა არ წარმოადგენს მთავარ ფასეულობას, ასეთი ნაბიჯი გადადგას? მინისტრის პირველ მოადგილედ ყოფნისას, სამსახურის გარეთ, პირადი მიზნებისთვის “ზაპოროჟეცით” მოძრაობდა და სულაც არ მიაჩნდა ეს “ღირსების შელახვად”, მისი, ან ნებისმიერი ვინმეს პერსონისთვის დამაკნინებლად. მეცნიერებიდან და ექიმობიდან სახელმწიფო სამსახურშიც იმიტომ გადმოვიდა, რომ ძალიან საინტერესო, შემოქმედებითი ჯგუფი შეიქმნა ყოფილი ტრავმატოლოგიის ბაზაზე, ჯავახიშვილის ქუჩაზე, რომელიც ახალ სამედიცინო კონცეფციაზე მუშაობდა. ამ ჯგუფის ხელმძღვანელად წამოვიდა, თორემ შეიძლება სხვაგვარად ვერც დათანხმებოდა მის მეგობარ მინისტრს პრაქტიკისთვის თავი დაენებებინა. არ ვიცი, არ მიკითხავს მერე – შეიძლება წუხს კიდეც ამაზე.

ამ სამსახურიდან გადავიდა სამინისტროში- უკვე შექმნილი კონცეფციის რეალურად აღსასრულებლად. რამდენ მძიმე სიტუაციაში მინახავს მშვიდი, რაჭულად აუღელვებელი. ამიტომაც მეცინებოდა იმ ტვინგაყინულების უბადრუკ მცდელობებზე, მწყობრიდან გამოეყვანათ ტუტუცობით. დაშინებით- მით უფრო! ადამიანს რომ საკუთარ სიკვდილზე უფრო დიდი სიკვდილისთვის აქვს თვალი გასწორებული, იმას რით შეაშინებ? ან რით გააკვირვებ? მათ შორის, ვერც სახელმწიფო, საპატიო ორდენებით და დიდებით- მადლობას გზავნიდა დაფასებისთვის, მაგრამ არცერთი ასეთი “ჰონორის” მისაღებად არ მისულა…

მე ის მიხარია, რომ ვერც თვითონ დაიბრალებს და ვერც სხვა იტყვის- “ჯანმრთელობის გამო გადადგაო!”- ღმერთმა დიდხანს და ბედნიერად გვიმყოფოს შენი თავი ბატონო ამირან, ან “გრიგორიჩ!”- როგორც გეძახი ხოლმე სიყვარულით, ჩემს უფროს მეგობარს! რა საქმესაც წამოიწყებ, ვიცი მასაც დიდი პასუხისმგებლობით და ჩვეული კომპეტენტურობით შეუდგები!” – წერს დავით გადელია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g