LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

37 წლის პოლკოვნიკის გმირობის ისტორია: „დანაღმულ ველზე დავალების შესრულება მარტომ, თანამებრძოლების გარეშე გადაწყვიტა..“

430
BeFunky-collage (7)

რუსეთ-საქართველოს ომიდან 14 წელი გავიდა.

“დაუჩოქებელი საქართველოს სიმბოლო! გიორგი ანწუხელიძე! ის ამას შეძლებს წყნარად, ჩუმად, გაუსაძლის ტანჯვასა და წამებაში დამტვრეული სხეულის ფასად” – როგორ იხსენებენ აგვისტოს გმირებს

რუსეთის მიერ, 14 წლის წინ დაწყებულ აგრესიას საქართველოში 170 სამხედრო მოსამსახურე, მათ შორის 23 ოფიცერი, 136 კაპრალ/სერჟანტი, 1 რიგითი, 9 რეზერვისტი და სამოქალაქო პირი ემსხვერპლა. დაიღუპა 228 მშვიდობიანი მოქალაქე. გარდაიცვალა 14 პოლიციელი. დაიჭრა 1 747 ადამიანი. საკუთარი საცხოვრებელი სახლი დატოვა თითქმის 150 000-მა ადამიანმა. დღემდე დევნილის სტატუსის მატარებელია 30 000-მდე პირი. განადგურდა 35 ათასი სახლი. მიწასთან გასწორდა 53 ქართული სოფელი.

აგვისტოს ომს ბევრი გმირი ჰყავს. გვსმენია მათ შემართებასა და თავდადებაზე, მაგრამ არაფერი ვიცით მათზე.

ჟურნალისტი ხათუნა გულიაშვილი 2008 წლის ომში გმირულად დაღუპულ 37 წლის პოლკოვნიკზე წერს.

დავით ელიზბარაშვილმა სამშობლოსთვის თავი მაშინ გაწირა, როცა დანაღმულ ველზე დავალების შესრულება მარტომ, თანამებრძოლების გარეშე გადაწყვიტა.

“ვის შეეწირეო, დაატირეს სამძიმრის სათქმელად მოსულმა ქალებმა.

სამშობლოს, სამშობლოსათვის დაიღუპა ეს, უცბად წელში გასწორდა და ტირილი შეწყვიტა გარდაცვლილის დედამ– რამდენიმე წამით ადრე, შვილის სიკვდილით გამოწვეული სიმწრის კივილსა და ცრემლის ნიაღვარს რომ ვეღარ აკავებდა.

დიდთვალებიანი, პატარა ტანის, ციცქნა ქალია მამიდაჩემი ანა, მაგრამ იმ წუთში, მისი შვილის დასატირებლად მოგროვილ მილეთში, არავინ იყო მასზე დიდი და მასზე ძლიერი. შესაძლებლობა რომ ყოფილიყო, ძუ ვეფხივით გამეხებული, მარტო შეებმებოდა, ჩვენს ქვეყანას შემოსეულ რუსულ ურდოს.

ეს სცენა, არასოდეს წაიშლება ჩემი მეხსიერებიდან. მაშინ ვიგრძენი–თითქოს დედამ თავიდანვე იცოდა, გათხოვებიდან რვა წლის შემდეგ დაბადებულ სიყრმის შვილს სამშობლოსათვის რომ ზრდიდა –არ ეწინააღმდეგებოდა მის ლტოლვას სამხედრო საქმისკენ, სათუთად ინახავდა შვილის თითქმის წინასწარმეტყველურ ლექსებს ქვეყნისთვის თავგანწირვაზე, დღედაღამ ელოლიავებოდა გადაყვითლებულ წიგნებში შენახულ, გორკიდან გამოგზავნილ, თითქმის ნაცრად ქცეულ იებს.

37 წლის პოლკოვნიკი, დავით ელიზბარაშვილი 2008 წლის რუსული ბოროტების შემთხვევითი მსხვერპლი არ არის–ის სამშობლოს დაძახილზე წავიდა და მზად იყო თავგანწირვისთვის, მან ეს იცოდა და საკუთარი სიკვდილი მაშინ დაუშვა, როცა დანაღმულ ველზე დავალების შესრულება მარტომ, თანამებრძოლების გარეშე გადაწყვიტა.

ჰოდა, ვისაც სამშობლო არ გიხმობთ, ვისაც ოკუპანტისგან მიტაცებული ჩვენი მიწა-წყლის თითოეული გოჯი არ გიწვავთ ფეხებს, ვისაც რუსული ბოროტება- სიკეთე გგონიათ, ანდა შეგნებულად ბრმავდებით, შვილზე დარდით ამოღამებულ დიდ თვალებში, მამიდაჩემს შეხედეთ თამამად.

რომ იცოდე, როგორი ამაყია შენი მონატრებით დაღლილი დედაშენი, ბატონო პოლკოვნიკო, როგორი ამაყი..”, – წერს ჟურნალისტი.

გოგა ჩანადირი: არ არსებობს 2 რუსეთი – არსებობს ერთი რუსეთი, რომელიც დამპყრობელია, რომელიც 2008 წელს კიდევ ერთხელ შემოიჭრა ჩვენს ქვეყანაში და ტერიტორიები წაგვართვა

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g