შაკირამ ახალი სიმღერა „Chantaje“ გამოუშვა. სიახლე მომღერალ Maluma-სთან დუეტს წარმოადგენს და YouTube-ზე ის უკვე ხელმისაწვდომია.
სიმღერის ჟღერადობა მომღერლის ტრადიციული სტილისა და თანამედროვე მუსიკალური ტენდენციების ნაზავს წარმოადგენს. თაყვანისმცემლების მხრიდან მას დადებითი შეფასებები მოჰყვა.
აღსანიშნავია, რომ თავად კოლუმბიელი მომღერალი სიახლის ერთ-ერთი თანაავტორი და პროდიუსერია.
„Chantaje“ შაკირას მე-11 სტუდიურ ალბომში შევა, რომლის რელიზიც 2017 წელს იგეგმება.