დღეს გია ყანჩელი 87 წლის გახდებოდა. ლეგენდარული კომპოზიტორი 1935 წლის 10 აგვისტოს თბილისში დაიბადა.
აღნიშნულ თარიღთან დაკავშირებით ნიკოლოზ რაჭველი სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს.
“მისი დღეა დღეს… ყველაზე ძვირფასი და უკვე ძალიან სევდიანი… ისეთი, როგორი მუსიკაც დაგვიტოვა სამარადისოდ… და გაუსაძლისად გვენატრება მის უმცროსი თაობის სამეგობროს…” – წერს ნიკოლოზ რაჭველი.