LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ნათლული გულში ჩაიხუტა, ხელყუმბარა გახსნა და თავი აიფეთქა.. ბრძოლა იყო სისხლის უკანასკნელ წვეთამდე” – რას ჰყვება შინდისთან გადარჩენილი მებრძოლი

243
Untitled design (5)

დღეს საქართველო შინდისის გმირებს იხსენებს.

14 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც 2008 წლის 11 აგვისტოს, სოფელ შინდისთან მტერთან უთანასწორო ბრძოლაში 22-მა ქართველმა მებრძოლმა არნახული სიმამაცე გამოიჩინა, მათგან მხოლოდ 5 გადარჩა.

დაღუპულ მებრძოლებს შორის იყო ალექსანდრე ონიანი, რომელიც მტერს არ დანებდა და ნათლულ, კაპრალ რომან ზოიძესთან ერთად თავი ყუმბარით აიფეთქა.

ეროვნულ გმირებთან ბოლო საუბარს მათი ოჯახის წევრები იხსენებენ.

როგორც ალექსანდრე ონიანის და ამბობს, ძმას ტელეფონზე სწორედ იმ დროს ესაუბრებოდა, როდესაც მტერმა დანებება მოსთხოვა:

ბოლო დღე იყო და მასთან ბოლო საუბარი, როდესაც შინდისში შეტაკება მოხდა.

რუსი ოკუპანტები ჩასაფრებულები იყვნენ – ამ დროს მე და ჩემს ძმას სატელეფონო კავშირი გვქონდა და იმ დროს გაისმა ხმა: „ბიჭებო, თავს უშველეთ, ალყაში ვართ“, ოკუპანტებისგან იყო ძახილი: „ჩაგვბარდით, ხელს არ გახლებთ“.

არ ჩაგბარდებით, არც ჩემს ნათლულს ჩაგაბარებთო და როგორც კი რუსები მიუახლოვდნენ, ნათლული გულში ჩაიხუტა, ხელყუმბარა გახსნა და თავი აიფეთქა”, – ამბობს ალექსანდრე ონიანის და.

„ქედს ვუხრი კრძალვით შინდისელ ბიჭებს“ – ტარიელ ხარხელაური შინდისის გმირებს ემოციურ ლექსს უძღვნის

2008 წლის 11 აგვისტოს იხსენებს შინდიდის ბრძოლის დროს გადარჩენილი გიგა თურმანიძე:

„როდესაც ჩვენი კოლონით ლიანდაგებს მივადექით, კოლონის უკან იყო მოწინააღმდეგის ორი ტანკი, ორივე ტანკიდან ცეცხლი გაიხსნა, ამ შენობა-ნაგებობებში, ყველა მხრიდან იყვნენ განლაგებულები.

ფაქტობრივად, მინდორში ვიყავით და ყველა მხრიდან ცეცხლის ქვეშ მოგვაყოლეს – ახლო ჩასაფრება იყო.

ბრძოლა იყო ბოლომდე, სისხლის უკანასკნელ წვეთამდე, რადგან გადარჩენის არანაირი შანსი არ იყო“ – ამბობს გიგა თურმანიძე.

შინდისის გმირების მონუმენტის გახსნა სექტემბერში იგეგმება: ჯუანშერ ბურჭულაძე

„ჯარში ორ წელს მუშაობდა და კომანდოში 5 თვე, ხუთი თვის შემდეგ დამეღუპა… რა მოკლავდა, 2-მეტრიანი კაცი იყო, სავსებით ჯანმრთელი, მაგრამ ტყვიას ვეღარ გაუძლო.

მაინც მადლობელი ვარ, სახელოვნად წასულია და მეამაყება“, – ამბობს შინდისის გმირის, ილია გაბუნიას დედა.

რუსულ სამხედრო ნაწილთან უთანასწორო შეტაკების დროს საქართველოს შეიარაღებული ძალების II ქვეითი ბრიგადის საინჟინრო ქვედანაყოფის 17 ქართველი ჯარისკაცი დაიღუპა:

ალექსანდრე ონიანი, ემზარ წილოსანი, ვეფხვია ჯიშკარიანი, ზვიად კაცაძე, თეიმურაზ ბერიძე, ილია გაბუნია, ილია შეყლაშვილი, ირაკლი ჯანელიძე, კახა კოშაძე, ლევან მელქაძე, მარლენ ბარამია, მიხეილ დვალიშვილი, ნიკოლოზ ფორჩხიძე, რომან ზოიძე, რუსლან წულაძე, ფელიქს კაკაურიძე და შმაგი კუპატაძე.

შინდისის გმირების თავდადება მუდამ დარჩება ჩვენი თანამედროვე ისტორიის საამაყო მაგალითად, რომელზეც მომავალი თაობები გაიზრდებიან – ღარიბაშვილი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g