LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

The Killers-მა ახალი სიმღერა გამოუშვა (აუდიო)

52

პოპულარულმა ამერიკულმა როკ-ჯგუფმა The Killers ახალი სიმღერა „Peace of Mind“ გამოუშვა. სიახლის პრემიერა iTunes-ზე შედგა.

თრექის გამოსვლა დაკავშირებულია ბენდის ძველი ალბომის, „Sam’s Town“-ის ხელახალ გამოცემასთან, რომლის პრეზენტაციაც 7 ოქტომბერს შედგა. დისკი ვინილის ორ ფირფიტაზე გამოვიდა, რომელზეც ყველა სიმღერა ახლებური ჟღერადობით არის წარმოდგენილი.

შეგახსენებთ, რომ ალბომის ორიგინალი გაყიდვაში 2006 წელს გამოვიდადა კანადისა და დიდი ბრიტანეთის ჩარტების დაპყრობა მოახერხა. აშშ-ში ის მე-2 ადგილზე განთავსდა.

ცნობილია, რომ მუსიკოსები ახალ ალბომზეც მუშაობენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები