LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯორჯ მარტინმა და Apple-მა „სამეფო კარის თამაშების“ ინტერაქტიული ელექტრონული წიგნი გამოუშვეს

77

მწერალმა ჯორჯ მარტინმა და კომპანია Apple-მა ინტერაქტიული ელექტრონული წიგნი „სამეფო კარის თამაშებს“ გამოუშვეს. ინფორმაციას The Guardian ავრცელებს.

წიგნის  – A Game of Thrones: Enhanced Edition სერვის iBooks-ში გამოჩენა რომანის პირველი პუბლიკაციიდან 20 წლის იუბილეს ეძღვნება.

მარტინის თქმით, ციფრული წიგნი მკითხველს საშუალებას აძლევს  მდიდარი მასალა შეიგრძნოს ისე, როგორც ეს აქამდე შესაძლებელი არ იყო“, – განაცხადა მარტინმა.

მეორე რომანი ხელმისაწვდომი 27 ოქტომბრიდან იქნება, მესამე – 15 დეკემბრიდან. შემდეგი ნაწილები კი 2017 წლის გაზაფხულზე გამოქვეყნდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები