ჟიტომირის რეგიონის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ვიტალი ბუნიეჩკო აცხადებს, რომ რუსეთმა ჟიტომირის რეგიონზე სარაკეტო დარტყმა განახორციელა.
მისივე განმარტებით, სარაკეტო დარტყმის შედეგად, ორი აფეთქება დადასტურდა. ის ასევე აცხადებს, რომ რაკეტები ბელარუსიდან იყო გასროლილი.
დაშავებულთა ან დაღუპულთა შესახებ ინფორმაცია ამ დრომდე არ ვრცელდება.