უკრაინელმა ჰაკერებმა ოკუპირებული ყირიმის ტელევიზია გატეხეს.ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
მათი ცნობით, უკრაინის ომზე ჩვეული პროპაგანდისა და ტყუილის ნაცვლად, რუსებს ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართვის ნახვა მოუწიათ. კერძოდ, ეთერში გავიდა პრეზიდენტის ვიდეომიმართვა, სადაც ის რუს მაღალჩინოსნებს ახსენებს, რომ ყირიმის მიწაზე მშვიდად ვერ იქნებიან.
„დაე, თითოეულ რუს ჩინოვნიკს, ვინც ყირიმში ძვირფასი მიწა მიიტაცა, ახსოვდეს, რომ ეს არ არის ის მიწა, სადაც მათ მშვიდობა ექნებათ“, – აცხადებს ზელენსკი.
ამასთან, რუსეთის მოქალაქეებს უჩვენეს უკრაინული პატრიოტული ვიდეო რგოლი თინა კაროლის სიმღერით „უკრაინა ეს შენ ხარ“.