LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ყველას ვთხოვ, ვისი ბრალიც არის, ვისიც არ არის, გადამარჩენინონ ბავშვი“ – დაჭრილი პატიმრის ოჯახის წევრები ისრაელში სამკურნალოდ მის გადაყვანას ითხოვენ

261
BeFunky-collage

დაჭრილი პატიმრის ოჯახის წევრები ისრაელში სამკურნალოდ მის გადაყვანას ითხოვენ. როგორც პატიმრის დედამ განაცხადა, დაჭრილის მდგომარეობა მძიმეა.

„არაფერი შეცვლილა ზუსტად იგივე მდგომარეობაა. გვაქვს ინფორმაცია, რომ შეიძლება მისი გადარჩენა, არის შანსი, რომ ისრაელში გადავიყვანო ბავშვი.

ყველას ვთხოვ, ვისი ბრალიც არის, ვისიც არ არის, ვისაც ეხება სასჯელაღსრულება, ვთხოვ მომეხმარონ და გადამაყვანინო, გადამარჩენინონ ბავშვი.გვინდა მისი ისრაელში გადაყვანა“, – განაცხადა დაჭრილი პატიმრის დედამ.

„ტვინის დაზიანება აქვს.. გამაგებინეთ, როგორ მოხდა ჩემი შვილის ხელში იარაღი?“ – ოჯახის ინფორმაციით, პატიმარი, რომელიც კლინიკაშია გადაყვანილი, თავში ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობა აღენიშნება

პატიმრის ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტთან დაკავშირებით საქმის გამოძიება დაიწყო სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა. პირველადი მოკვლევით უწყება ამბობს, რომ ახალგაზრდა კაცმა თვითდაზიანება მიიყენა.

უკნიდან მიეპარა თანამშრომელს, ამოაცალა იარაღი, გაისროლა და შემდეგ თავის არეში მიიყენა დაზიანება – სპეციალური საგამოძიებო სამსახურის განცხადება

როგორც უწყებაში განმარტავენ, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ დათვალიერდა შემთხვევის ადგილი, აღებული იქნა შემდგომი კვლევისათვის საჭირო ნიმუშები, მიმდინარეობს სამართალდამცველების გამოკითხვა, ასევე მოპოვებული იქნა გამოძიების მიერ ინციდენტის ამსახველი ვიდეო ჩანაწერები.

 

 

magti 5g