LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ეს რუსულმა FSB-მ გააკეთა, ჩვენ ასე არ ვმუშაობთ, სხვა ამოცანები გვაქვს“ – რას ამბობს დანილოვი დუგინას მკვლელობაზე

83
Untitled design (3)

უკრაინული მხარე კრემლის იდეოლოგის, ალექსანდრ დუგინის შვილის მკვლელობაში მონაწილეობას კიდევ ერთხელ უარყოფს.

“დუგინა უკრაინელმა ქალმა მოკლა” – რა ვერსიაზე მუშაობს რუსეთის „ეფ-ეს-ბე“

რუსეთის ბრალდებებს ამჯერად უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი ალექსეი დანილოვი ეხმიანება და ამბობს, რომ დარია დუგინა რუსეთის სპეცსამსახურებმა მოკლეს და უკრაინა ამაში არ მონაწილეობდა.

„ეს FSB-მ გააკეთა – ახლა კი მიუთითებს, რომ ეს ჩვენ ჩავიდინეთ, ჩვენ ასე არ ვმუშაობთ. ჩვენ უფრო ძლიერი ამოცანები გვაქვს, რასაც ჩვენი ბიჭები ასრულებენ. ჩვენ არაფერი გვაქვს საერთო ამ ქალბატონის მკვლელობასთან – ეს რუსული სპეცსამსახურების საქმეა“, – განაცხადა დანილოვმა.

უკრაინულ ტელევიზიასთან ინტერვიუს დროს დანილოვმა ასევე აღნიშნა, რომ დარია დუგინამ მამამისთან ერთად, რუსეთის ეგრეთ წოდებული “სპეციალური ოპერაციის” გრძელვადიანი ბუნება გააკრიტიკა, მისივე თქმით, რუსული სპეცსამსახურები იწყებენ იმ ადამიანების მოცილებას, რომლებიც რუსეთის ამგვარ „წარმატებებს“ აკრიტიკებენ.

შეგახსენებთ, პოლიტოლოგისა და კრემლის იდეოლოგის ალექსანდრ დუგინის ქალიშვილის, დარია დუგინას მანქანა 20 აგვისტოს ააფეთქეს. შემთხვევა მოსკოვის ოლქის ერთ-ერთ სოფელთან მოხდა. ავტომობილს თავად დარია დუგინა მართავდა.

ვიდეო: ალექსანდრ დუგინის ქალიშვილის მანქანა ააფეთქეს, მედიის ცნობით, გოგონა ადგილზე დაიღუპა – ვრცელდება აალებული მანქანის კადრები

„უკრაინა არაფერ შუაშია…ჩვენ არ ვართ ტერორისტული სახელმწიფო“ – მიხაილო პოდოლიაკი დარია დუგინას აფეთქებასთან კიევის კავშირს უარყოფ

უკრაინის რეჟიმის ტერორისტებმა, რომლებიც ცდილობდნენ ალექსანდრე დუგინის ლიკვიდაციას, ააფეთქეს მისი ქალიშვილი: დენის პუშილინი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g