LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„უკრაინა არაფერ შუაშია…ჩვენ არ ვართ ტერორისტული სახელმწიფო“ – მიხაილო პოდოლიაკი დარია დუგინას აფეთქებასთან კიევის კავშირს უარყოფს

418
პოდოლიაკი - დუგინა

პოლიტოლოგისა და კრემლის იდეოლოგის ალექსანდრ დუგინის ქალიშვილის, დარია დუგინას მანქანის აფეთქებას, უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი ეხმიანება და მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით კიევის კავშირს უარყოფს.

ვიდეო: ალექსანდრ დუგინის ქალიშვილის მანქანა ააფეთქეს, მედიის ცნობით, გოგონა ადგილზე დაიღუპა – ვრცელდება აალებული მანქანის კადრები

უკრაინის რეჟიმის ტერორისტებმა, რომლებიც ცდილობდნენ ალექსანდრე დუგინის ლიკვიდაციას, ააფეთქეს მისი ქალიშვილი: დენის პუშილინი

პოდოლიაკი ფიქრობს, რომ მომხდარი რუსეთის ხელისუფლების შიგნით გავლენებისა და ძალაუფლებისთვის დაპირისპირებებზე მეტყველებს.

„ხაზს ვუსვამ, რომ უკრაინა არაფერ შუაშია ამ საქმესთან. ჩვენ არ ვართ კრიმინალური სახელმწიფო, მით უმეტეს, ტერორისტული სახელმწიფო – ასეთი რუსეთის ფედერაციაა“, – აცხადებს პოდოლიაკი.

სად გამოადგა დუგინს ლევან ვასაძესთან ძმაკაცობა – შვილის ქელეხში თამადა ეყოლება: ირაკლი ოქრუაშვილი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები