მოდელი თიკო ჩხეიძე ფეხბურთელ ნუკრი რევიშვილთან ერთად სვანეთს სტუმრობს. წყვილი მესტიაშია.
თიკო გვიზიარებს მეუღლესთან ერთად გადაღებულ ფოტოებს სვანური კოშკების ფონზე.
მოდელის „ინსტაგრამის“ პირად ანგარიშზე ასევე ნახავთ სასტუმროს აივანზე გადაღებულ ფოტოებს, სადაც ჩანს, რომ მან თავისი გრძელი თმა მოკლე, ბიჭურ ვარცხნილობაზე გაცვალა და ძალიან მოიხდინა. მოდელი არაჩვეულებრივ ფორმაშია.
თიკო ჩხეიძემ მოინახულა მუზეუმი, რომელიც მესტიაში მდებარეობს და გამომწერებს იქ გადაღებული ფოტო და ვიდეომასალაც გაუზიარა.
ფოტოები: ნუკრი რევიშვილისა და თიკო ჩხეიძის ულამაზესი წყვილი კვარიათში ისვენებს