მოდელი თიკო ჩხეიძე ჟურნალ „სარკისთვის“ მიცემულ ინტერვიუში პატრიარქთან შეხვედრის დღეს იხსენებს.
გთავაზობთ მოკლე ამონარიდს ინტერვიუდან.
„ბოლოს პატრიარქს ჩემი შვილის გარდაცვალების შემდეგ შევხვდი. ჩემი მეუღლე, ნუკრი რევიშვილი, იმ დღეებში საერთოდ არაფერს ჭამდა. სამი დღე არაფერი ჰქონდა ნაჭამი… პატრიარქს რომ შევხვდი, ქვასავით ვიდექი. თან ამხელა ტკივილი მქონდა გულში, თან პატრიარქის მიმართ ამხელა რიდი. ბევრი ფიქრი ირეოდა ჩემს თავში. ნუკრის ცრემლები წამოუვიდა. პატრიარქი მივიდა და ჩემი მეუღლე გულში ჩაიკრა. მერე დაგვარიგა, გვანუგეშა და გვითხრა, რომ გარდაცვალებით არაფერი მთავრდება. მერე ნუკრისთვის თეფშით ხილი გამოაგზავნა და დაბარა, აუცილებლად მიირთვასო. სამი დღის უჭმელობის შემდეგ ნუკრიმ პატრიარქის გამოგზავნილი ხილი შეჭამა.“ – იხსენებს თიკო ჩხეიძე.
ინტერვიუს სრული ვერსიის ნახვა შეგიძლიათ ჟურნალ „სარკე“.
თიკო ჩხეიძესა და ნუკრი რევიშვილს უფროსი ქალიშვილი რამდენიმე წლის წინ, უბედური შემთხვევის შედეგად გარდაეცვალათ… გოგონა 9 წლის იყო…
