LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კობი ბრაიანტის ქვრივმა ფოტოების გავრცელების გამო დაწყებული სასამართლო დავა მოიგო, ის 16-მლნ დოლარს მიიღებს

406
pagerere

კობი ბრაიანტის ქვრივმა ვანესამ სასამართლო მოიგო პოლიციისა და სახანძრო სამსახურის მიერ მისი მეუღლისა და ქალიშვილის დაღუპვის ადგილიდან ფოტოების გავრცელების საქმეზე. მას კომ­პენ­სა­ცი­ის სა­ხით 16 მი­ლი­ონ დო­ლარს გა­და­უხ­დი­ან.

ვა­ნე­სა ბრა­ი­ან­ტი ამბობს, რომ მას დაემართა პანიკური შეტევა, როდესაც პოლიციის მიერ გადაღებული და მედიაში გავრცელებული, ავიაკატასტროფის ამსახველი ფოტოები ნახა.

შეგახსენებთ, კობი ბრაიანტი და მისი ქალიშვილი ჯიანა 2020 წლის 26 იანვარს კერძო ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად დაიღუპნენ. მათთან ერთად კიდევ 7 ადამიანი დაიღუპა.

კობი ბრაიანტის უფროსი ქალიშვილი, ნატალია ბრაიანტი მოდელი გახდა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები