პოპულარულმა სოციალურმა ქსელმა Instagram-მა, რომელიც Facebook-ს ეკუთვნის, ახალი სერვისი სახელწოდებით Instagram Stories ჩაუშვა, რომელიც ინტერნეტში მცირე ვიდეოჩანაწერების გაზიარებისა და მათი ფოტოებად დაყოფის შესაძლებლობას იძლევა.
Snapchat-ის მსგავსად, ამიერიდან Instagram-ზე შესაძლებელია სლაიდ-შოუს ტიპის ვიდეოს განთავსება, რომელიც 24 საათის შემდეგ ავტომატურად წაიშლება.
Snapchat, რომელიც 2011 წელს გამოჩნდა, პოპულარული იმ მოზარდებში გახდა, რომლებიც დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ აპლიკაციის უსაფრთხოებას. მასში ტექსტი წაკითხვის შემდეგ იშლება, ხოლო პოსტები – გამოქვეყნებიდან 24 საათში.
Instagram Stories ამ დროისთვის ხელმისაწვდომი მხოლოდ აშშ-შია, თუმცა უახლოეს მომავალში მისი გლობალური პრემიერაც იგეგმება.
