Instagram-მა Snapchat-ის კონკურენტი სერვისი შექმნა
პოპულარულმა სოციალურმა ქსელმა Instagram-მა, რომელიც Facebook-ს ეკუთვნის, ახალი სერვისი სახელწოდებით Instagram Stories ჩაუშვა, რომელიც ინტერნეტში მცირე ვიდეოჩანაწერების გაზიარებისა და მათი ფოტოებად დაყოფის შესაძლებლობას იძლევა.