30 ივლიის „ბლექ სი არენას“ გრანდიოზულიშოუთი კრისტინა აგილერა გახსნის. გრემის 6 გზისგამარჯვებული ამერიკელი მომღერალი,კომპოზიტორი, მსახიობი და პროდიუსერიჟურნალმა „Rollin Stone“ ყველა დროის საუკეთესოშემსრულებლად დაასახელა.
ჩვენ შევკრიბეთ ყველასთვის უცნობი, მაგრამ საინტერესო ფაქტები მომღერალზე, რომელსაც ყველაზე ხშირად უიტნი ჰიუსტონსა და მერაია ქერის ადარებენ.
- 9 წლის ასაკიდან ცისფერთვალება კრისტინა აგილერა ასევე ცისფერი ფერის, კონტაქტურ ლინზებს ატარებს.
- ალბომი Christina Aguilera როკ-ენ-როლის დიდების დარბაზის 200 საუკეთესო ალბომს შორის მოხვდა.
- სიმღერაზე I’m Ok მუშაობა აგილერასთვის იმდენად ემოციური აღმოჩნდა, რომ ის სტუდიაში მთელი დღე ტიროდა. ესაა ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი სიმღერა შემსრულებლისთვის, რომელიც ბავშვობის ტკივილთან ასოცირდება.
- ცნობილი სიმღერის Genie In A Bottle თავდაპირველი სახელწოდება გახლდათ If You Want To Be With Me.
- 2007 წელს გრემის დაჯილდოებაზე კრისტინა აგილერამ შეასრულა ბობი ბრაუნის ლეგენდარული ჰიტი It’s a Man’s Man’s Man’s World და ეს გამოსვლა გრემის ისტორიაში საუკეთესოდ დასახელდა.
- ბევრმა არ იცის, რომ სიმღერა What A Girl Wants არის ფრანგული სიმღერის, Ce que je suis-ის ინგლისურენოვანი ვერსია.
- კრისტინა აგილერას საყვარელი დიზაინერები არიან Versace, Roberto Cavalli, John Galliano, Marc Jacobs, Alexander McQueen და Stephen Webster.
- საყვარელი მომღერლები კი, ეტა ჯეიმსი, უიტნი ჰიუსტონი, ჯანეტ ჯექსონი, მერაია ქერი, და ბილი ჰოლიდეი.
- ბავშვობაში აგილერა პოლიციელობასა და ფსიქოლოგობაზე ოცნებობდა.
- კრისტინამ საკუთარი სახელობის 5 არომატი გამოუშვა.
- კრისტინა ყველაზე ახალგაზრდა მუსიკოსია, რომელიც მსოფლიოს 100 ყველაზე გავლენიან შემსრულებელთა სიაში მოხვდა.
- ჟურნალ Maxim-ის გარეკანზე კრისტინა აგილერას ატლასის სტრინგი ეცვა, რომელიც მოგვიანებთ აუქციონზე 1542 დოლარად გაიყიდა.
- საკუთარ ქორწილზე მომღერალმა სთხოვა სტუმრებს არ ეჩუქებინათ მისთვის ძვირადღირებული საჩუქრები და ეს თანხა ქარიშხალი „კატრინას“ მიერ დაზარალებულთა დახმარების ფონდში გადაერიცხათ.
- მე-8 კლასში კრისტინამ სკოლას თავი დაანება და დაჩქარებული ფორმატით დაასრულა.
- კრისტინა აგილერას საყვარელი საკვებია ჰამბურგერი და კარტოფილი ფრი.
- აგილერა გრემის 6 გზის ლაურიატია.
- მომღერალს 5 ტატუ აქვს.
- მისი ხმის დიაპაზონი 4 ოქტავას შეადგენს.
- აგილერას გატაცებაა კოსტიუმირებული წვეულებების მოწყობა.
- მისი ნამდვილი სახელია კრისტინა მარია აგილერა.