LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნაძალადევის, მთაწმინდის, ისნის, ჩუღურეთის, დიდუბის, კრწანისის რაიონების მოსახლეობის ნაწილს დღეს ელექტრომომარაგება შეეზღუდება – იხილეთ ქუჩების ჩამონათვალი

98
შუქი

ნაძალადევის, მთაწმინდის, ისნის, ჩუღურეთის, დიდუბის, კრწანისის რაიონების მოსახლეობის ნაწილს დღეს ელექტრომომარაგება შეეზღუდება. კომპანია „თელასის“ ინფორმაციით, აღნიშნულის მიზეზი გადაუდებელი სამუშაოებია.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

„გლდანის რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მუხიანის IVა და IVბ მიკრორაიონების (ნაწილობრივ) მოსახლეობას.

ნაძალადევის რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ზღვისუბნის დასახლების IIა მიკრორაიონის (ნაწილობრივ), ზღვისუბნის დასახლების Xა კვარტლის, ზღვისუბნის დასახლების III მიკრორაიონის I, IV კვარტლების (ნაწილობრივ), თემქის დასახლების III მიკრორაიონის I კვარტლის (ნაწილობრივ) და ლევან რჩეულიშვილის ქუჩის მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ცოტნე დადიანის II მიკრორაიონის (ნაწილობრივ), ეროსი მანჯგალაძის, რევაზ ურიდიას, ვახტანგ მახალდიანის, ჩაქვის, გიორგი სააკაძის, ცოტნე დადიანის და რკინიგზის ქუჩების მოსახლეობას.

მთაწმინდის რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთაველის გამზირის (ნაწილობრივ), ჩიტაძის, ასათიანის, ბესიკის, გრიბოედოვის და ლაღიძის ქუჩების მოსახლეობას.

ისნის რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო, 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წმინდა ქეთევან დედოფლის გამზირის (ნაწილობრივ), ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის, ბოჭორმის, არბოშიკის, გლახო ზახაროვის, იალბუზის, იორის, ლუსინიანის, ზურაბ ქვლივიძის და შოთა ნადირაშვილის ქუჩების მოსახლეობას.

ჩუღურეთის რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დავით აღმაშენებლის გამზირის (ნაწილობრივ) და დოდო აბაშიძის ქუჩის მოსახლეობას.

დიდუბის რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თამარ მეფის გამზირის (ნაწილობრივ), წერეთლის გამზირის (ნაწილობრივ), სოხუმის, ზუგდიდის, ვახუშტი ბაგრატიონის, ევდოშვილის, ცაბაძის, სანაპიროს, აგლაძის, ქუთაისის, ყიფიანის და ფოთის ქუჩების მოსახლეობას.

კრწანისის რაიონში, ქსელში გადართვების გამო, 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გორგასლის, კახაბერ კაციტაძის და კრწანისის ქუჩების მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო, 13:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გორგასლის და გონაშვილის ქუჩების მოსახლეობას“, – წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები