Spice Girls-ის გაერთიანებამ 2017 წლისთვის გადაიწია. ამის შესახებ ინფორმაცია კოლექტივის ერთ-ერთმა მონაწილემ, მელანი ბრაუნმა დაადასტურა.
2016 წლის 8 ივლისს, ჯგუფის სადებიუტო სინგლის „Wannabe“ გამოსვლიდან 20 წლის ხდება, თუმცა გოგონები ტურნეში მომავალ წლამდე არ გაემგზავრებიან.
„ეს არის ის, რისი გაკეთებაც გვინდა ყველას, ასევე თაყვანისმცემლებისთვის მადლობის გადახდაც. ჩვენ არ ვხდებით უფრო ახალგაზრდები, ამიტომ დროა, ვიჩქაროთ“, – განაცხადა ბრაუნმა.