LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვოლოდიმირ ზელენსკი ენტონი ბლინკენს შეხვდა

66
US Secretary of State Antony Blinken (R) meets with Ukrainian President Volodymyr Zelensky (L) in Kyiv on September 8, 2022. - Secretary of State Antony Blinken on September 8, 2022 made a surprise trip to Kyiv as the United States unveiled nearly $2.7 billion in new military support to Ukraine and neighbours to face Russia. (Photo by Genya SAVILOV / POOL / AFP) (Photo by GENYA SAVILOV/POOL/AFP via Getty Images)

კიევში ვიზიტით მყოფი აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა.

ბლინკენმა ზელენსკის ინფორმაცია მიაწოდა აშშ-ის უახლესი დახმარების შესახებ.

ამასთან, განაცხადა, რომ აშშ მხარს დაუჭერს უკრაინელ ხალხს მანამ, სანამ ეს საჭირო იქნება.

ცნობისთვის, აშშ 2 მილიარდი დოლარის დახმარების პაკეტს გამოუყოფს უკრაინასა და ევროპის ქვეყნებს, მათ შორის საქართველოს, რომლებსაც საფრთხე ემუქრებათ რუსეთის მხრიდან.

დახმარების პაკეტიდან, რომელიც კონგრესმა უნდა დაამტკიცოს, დაახლოებით 1 მილიარდი დოლარი გადაეცემა უკრაინას, დანარჩენი კი განაწილდება შემდეგ სახელმწიფოებს შორის: ალბანეთი, ბოსნია, ბულგარეთი, ხორვატია, ჩეხეთი, ესტონეთი, საქართველო, საბერძნეთი, კოსოვო, ლატვია, ლიეტუვა, მოლდოვა, მონტენეგრო, ჩრდილოეთ მაკედონია, პოლონეთი, რუმინეთი, სლოვაკეთი და სლოვენია.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში განაცხადეს, რომ დახმარების მიზანია დაეხმარონ ქვეყნებს დაიცვან თავიანთი სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა ნატოში სამხედრო ინტეგრაციის გაძლიერებით და რუსეთის გავლენისა და აგრესიისთვის წინააღმდეგობის გაწევით.

„ეს დახმარება კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩვენს ურყევ ერთგულებას უკრაინის მომავლისადმი, როგორც დემოკრატიული, სუვერენული და დამოუკიდებელი სახელმწიფოს, ასევე მოკავშირეებისა და პარტნიორების უსაფრთხოების მიმართ“, – ნათქვამია განცხადებაში.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g