“რუსეთში ისტერიული რეაქციები აქვთ, ჯერ არ იციან რა უნდა ქნან. ქვეყნის ხელმძღვანელობა დაბნეულია”, – ამის შესახებ ანალიტიკოსმა, “რონდელის ფონდის” მკვლევარმა ზურაბ ბატიაშვილმა “ფორმულას” ეთერში უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შეაფასებისას განაცხადა.
მისივე განმარტებით, უკრაინა იყენებს დასავლურ ტაქტიკას -“ჯერ გამოფიტავ მტერს და შემდეგ ზურგიდან შეუტევ”.
“ხერსონიდან უკვე გარბიან რუსი ჯარისკაცები, იქ კადოროველები დააყენეს, რომ დასაჯონ გამოქცეული რუსები.
კადიროველებს ტიკ-ტოკის მებრძოლებს ეძახიან. ისინი ძირითადად დაკავებულები არიან ტიკ-ტოკის გადაღებით და სოციალურ ქსელში განთავსებით. 1300 კადიროველის განადგურება უკრაინელებს არ გაუჭირდება, უკრაინას მათი არ ეშინია”, – ამბობს ზურაბ ბატიაშვილი.