LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“წინ მთელი ცხოვრება გვაქვს…” – ლაშა გურგენიძის საქორწილო ვიდეო, სადაც სახალისოდ გვაჩვენებს პროცესს მაღვიძარას ზარიდან ფოიერვერკით წვეულების დასრულების ჩათვლით

141
ლაშაგურგენიძე

მსახიობი ლაშა გურგენიძე საკუთარი ქორწილის ვიდეორგოლს აქვეყნებს. ვიდეოში ასახულია მისი და მისი მეუღლის თაკუნა მჭედლიშვილის ქორწილის დღე, სადაც სახალისოდ არის ასახული მათი მთავარი დღის მთელი პროცესი – დაწყებული, დილით გაღვიძებიდან, წვეულების ბოლოს ფოიერვერკის გაშვებით დასრულებული.

ვიდეო იწყება სიტყვებით – “და ქორწილი”, და სრულდება იმედიანი ფრაზით – “წინ მთელი ცხოვრება გვაქვს…”

ფოტო/ვიდეო: “2 წელია ამ დღეს ველოდები და როგორც იქნა დადგა” – კადრები ლაშა გურგენიძის ქორწილიდან

“როგორც იქნა ჩვენი ქორწილი შედგა!

ბევრი დაბრკოლების მიუხედავად ეს დღე რეალობად იქცა. რაც მთავარია, უახლოეს და უძვირფასეს ადამიანებთან ერთად.

რომ არა თქვენი გვერდში დგომა და სიყვარული, მარტო ამ ყველაფერს ვერ შევძლებდი!”, – წერს გურგენიძე და ყველას მადლობას უხდის, ვინც წვლილი შეიტანა ამ დღეს.

 

სიძე-პატარძლის შესანიშნავი ტანგო და ახალი ფოტოები ლაშა გურგენიძის ქორწილიდან

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g