გიორგი გასვიანისა და მარიტა მელიქიშვილის ვაჟი გალაკტიონი მოინათლა. ამ დღის აღსანიშნავად მშობლებმა ნათლიები და სხვა სტუმრები კავთისხევში შეკრიბეს და წვეულება ღია ცის ქვეშ მოაწყვეს.
პატარა გალას ნათლიები მომღერალი ანრი ჯოხაძე, ნინი ბადურაშვილი და რუსკა ქარქაშაძე არიან.
სხვა ცნობილ სახეებთან და წყვილის მეგობრებთან ერთად, სტუმრებს შორის იყვნენ ნოე სულაბერიძე და ჯანეტ ქერდიყოშვილი, ქალიშვილთან ანნა სუბელიანთან ერთად. ანნამ სტუმრებისთვის სიმღერა შეასრულა. პატარა გოგონა სიმღერის დაწყებამდე ტაშით გაამხნევეს.