პროდიუსერი ნოე სულაბერიძე ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემას „ჩვენი ოჯახი“ მეუღლესთან, ჯანეტ ქერდიყოშვილთან და უსაყვარლეს ანნა სულაბერიძესთან ერთად სტუმრობდა.
გადაცემის მსვლელობისას პატარა ანნამ მაყურებელს საკუთარი ყოველდღიურობის შესახებ უამბო. მან ისაუბრა, როგორ ატარებს დროს სახლში და „პრესქულში“, სადაც სკოლაში შესვლამდე სხვადასხვა საგანმანათლებლო და შემეცნებით აქტივობაში მონაწილეობს.
წამყვანის კითხვაზე, თუ რომელი საქმიანობა მოსწონს ყველაზე მეტად, ანნამ გულწრფელად აღნიშნა, რომ განსაკუთრებულად უყვარს ლილისთან თამაში და მასთან ერთად დროის გატარება.
განსაკუთრებული ემოცია გამოიწვია მისმა პასუხმა კითხვაზე – „რაზე ოცნებობ, რა გინდა?“
„ჩემი სურვილია, რომ ჩემი ბაბუ მალე მოვიდეს ჩემთან და ჯანეტმა კარგად გააჩინოს პატარა“, – თქვა ანნამ.
პატარა სტუმარმა მომავალ გეგმებზეც ისაუბრა და ღიმილით აღნიშნა, რომ ოჯახის ახალ წევრს უკვე ელოდება.
„როცა დედიკო ბავშვს გააჩენს, მე წავიყვან გადაცემას „ჩემი საქართველო“, – განაცხადა ანნა სულაბერიძემ.
