LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კიევში McDonald’s-ის სამი ობიექტი იხსნება

59
the-true-story-behind-the-mysterious-mcdonalds-gold-card-673955074-Vytautas-Kielaitis-1024x683

კიევში McDonald’s-ის ქსელის სამი რესტორანი მუშაობას განაახლებს. პირველ ეტაპზე, ობიექტები მომხმარებლებს მხოლოდ მიწოდების სერვისს შესთავაზებს, ხოლო სრულფასოვნად ოქტომბერში ამუშავდება. ამის შესახებ ინფორმაცია კომპანიის კორპორაციული კომუნიკაციების ხელმძღვანელმა Facebook-ზე გაავრცელა.

რესტორნები დაიხურება საჰაერო განგაშის დროს, რათა თანამშრომლებს და სტუმრებს უახლოეს თავშესაფარში ევაკუაციის საშუალება ჰქონდეთ. McDonald’s-ში აცხადებენ, რომ ობიექტების ნაწილის გახსნაზე გადაწყვეტილება უკრაინის ოფიციალურ პირებთან, უსაფრთხოების სპეციალისტებთან და მომწოდებლებთან კონსულტაციების შემდეგ მიიღეს.

უკრაინაში რუსული ჯარების სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან ქსელმა ქვეყანაში ყველა რესტორანი დახურა. მაისში ამერიკულმა კორპორაციამ რუსული ბიზნესი გაყიდა და რუსეთის ბაზარი მთლიანად დატოვა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები