LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რის გამო შეუჩერდა საწარმოო პროცესი 200-მდე კაფე-ბარსა და რესტორანს

54
რესტორანი - მაგიდა

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ მიმდინარე წელს საწარმოო პროცესი 181 საზოგადოებრივ კვების ობიექტს (კაფე-ბარები, რესტორნები) შეუჩერა.

მიმდინარე წლის 9 თვის მონაცემებით, სულ 1155 ადმინისტრაციული სამართალდარღვევა გამოვლინდა.

სეს-ის ინფორმაციით, საზოგადოებრივი კვების ობიექტებში, ძირითადად, ისეთი დარღვევები დაფიქსირდა, როგორიცაა სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დარღვევა, მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურა, არასათანადო რეცხვა-დეზინფექცია-დეზინსექცია და კონდენსატის დაგროვება.

„2022 წლის 14 სექტემბრის მდგომარეობით, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ საზოგადოებრივი კვების ობიექტებში (კაფე-ბარები, რესტორნები) 3428 სახელმწიფო კონტროლი განახორციელა. გამოვლინდა 1155 ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, მათ შორის, საწარმოო პროცესის შეჩერების 181 შემთხვევა. დაფიქსირდა სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დარღვევა, მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურა, არასათანადო რეცხვა-დეზინფექცია-დეზინსექცია, კონდენსატის დაგროვება“, – აღნიშნულია სურსათის ეროვნული სააგენტოდან “ინტერპრესნიუსის” მიერ გამოთხოვილ საჯარო ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g