LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„დიდი ეპოქა დასრულდა”: რესტორანი, რომელიც თბილისში 1990-იანი წლებიდან ფუნქციონირებს, დაიხურა

1761
202295263-10223374057673325-5293000468741763785-n

„მარკო პოლოს“ ფართი ქირავდება. „დიდი ეპოქა დასრულდა. მეგონა ყველაფერის შეცვლა იყო შესაძლებელი რუსთაველის გამზირზე, გარდა Marco Polo-ს არსებობისა”, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში ვახუშტი მენაბდე წერს და შესაბამის ფოტოსაც ავრცელებს, საიდანაც ჩანს რომ, ამჟამად რესტორნის ფართი ქირავდება.

აღსანიშნავია, რომ თბილისში, რუსთაველის გამზირზე #44-ში მდებარე რესტორანი “მარკო პოლო” 1990-იანი წლებიდან ფუნქციონირებდა.

არსებული ინფორმაციით, რესტორანი პანდემიდან გამოწვეული პრობლემების გამო დაიხურა. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, უკვე მეორე წელია, „მარკო პოლოს“ საერთოდ არ უმუშავია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g