ცნობილი მსახიობი ქეთევან კიკნაძე ნიკოლოზ წულუკიძის შესახებ სტატუსს აქვეყნებს და აღნიშნავს, რომ მისგან დიდი მსახიობი დადგებოდა, მაგრამ თავად ნიკამ არ ისურვა:
„ნიკა წულუკიძე ჩემი სტუდენტი იყო თეატრალურ უნივერსიტეტში, სამსახიობო ფაკულტეტიდან, თეატრმცოდნეობაზე იყო გადმოსული, ერთხელ ვკითხე, რატომ გადმოხვედი ამ ფაკულტეტზე-მეთქი, მიპასუხა: ხმის გამოო, ხმა ჩახლეჩილი მაქვსო. არადა, მისგან დიდი არტისტი გამოვიდოდა, ეს არტისტიზმი ახლა დევს მასში, ყოველ გადაცემაში, და ნამდვილი პროფესიონალიზმი იგრძნობა.
……და სიცილი, ზოგჯერ ცრემლზე მწარეა”.
იცოცხლე, ჩემო ნიკა!“