შიდა ქართლში, არასრულწლოვანი ოჯახის წევრის მიმართ სექსუალური ხასიათის ქმედების ჩადენის ბრალდებით შუახნის მამაკაცი დააკავეს. არსებული ინფორმაციით, მან 13 წლის შვილიშვილის მიმართ გარყვნილი ქმედება ჩაიდინა.
როგორც ,,ფორტუნას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 138-ე მუხლის მე-4 ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს სექსუალური ხასიათის ქმედებას წინასწარი შეცნობით თოთხმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან.
შვილიშვილის მიმართ სექსუალური ხასიათის ძალადობის ბრალდებით დაკავებულის ახლობლების ინფორმაციით, მამაკაცი ბრალს არ აღიარებს.