LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსეთს ტყვეობაში 2500 უკრაინელი ჰყავს…მათ შორის ბევრი ქალია, რომელთაც რუსები შეურაცხყოფენ, სცემენ და აწამებენ – ირინა ვერეშჩუკი

48
ირინა ვერეშჩუკი

BBC News Ukrainian-თან ინტერვიუში უკრაინის ვიცე-პრემიერი ირინა ვერეშჩუკი აცხადებს, რომ რუსეთს ტყვეობაში 2500 უკრაინელი ჰყავს და მათ შორის ბევრი მშვიდობიანი მოქალაქეა.

მისივე განმარტებით, პატიმრებს შორის ბევრი ქალია, რომლებიც უნდა გათავისუფლდნენ, რადგან რუსები მათ სცემენ და აწამებენ.

„საუბარია 2500 პატიმარზე. ისინი რჩებიან ტყვეობაში და ყველაზე ცუდი ის არის, რომ იქ მშვიდობიანი მოსახლეობაა. მშვიდობიანი მოქალაქეები ზედიზედ რამდენიმე გაცვლის ფარგლებში არ გაათავისუფლეს.

ბევრი ქალი რჩება ტყვეობაში. თუ გავითვალისწინებთ, რომ 131 ქალმა დატოვა აზოვსტალი, მაშინ წარმოიდგინეთ რამდენი ქალია ტყვეობაში. მხოლოდ რამდენიმე დაბრუნდა. ქალები უნდა განთავისუფლდნენ. მათ საშინლად ეპყრობიან. რუსები მათ შეურაცხყოფენ, სცემენ ჩვენს ქალებს. ისინი აწამებენ ჩვენს ქალებს. მსოფლიომ ჩუმად არ უნდა უყუროს და დააკვირდეს, როგორ კლავენ ჩვენს ქალებს ციხეში“, – განაცხადა ვერეშჩუკმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები